სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
ა) ხელს უწყობს სასწავლებლის ინტეგრაციას უმაღლესი განათლების საერთო ევროპულ სივრცეში და ბოლონიის პროცესის პრინციპების განხორციელებას:
ბ) ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანეგვის გზით;
გ) ახორციელებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს;
დ) პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესებისათვის;
ე) მონაწილეობს სტუდენტთა მობილობის რეგულირების პროცესში;
ვ) უზრუნველყოფს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებისათვის თვითშეფასების მომზადებას.
ხარისხის შიდა უზრუნველყოფა
ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა და მექანიზმები
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, განვითარების მეთოდოლოგია და დამტკიცების პროცედურა
სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმი
სწავლება-სწავლის მეთოდები
ხარისხის კულტურის ღირებულებები და პრიორიტეტები
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი ხარისხს განიხილავს როგორც ინსტიტუციური განვითარების საფუძველს. სასწავლებლისთვის ხარისხის უზრუნველყოფა არ შემოიფარგლება მხოლოდ პროცედურებისა და მექანიზმების არსებობით, იგი ეფუძნება გაზიარებულ და აღიარებულ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს სასწავლებლის ყოველდღიურ საქმიანობას, მართვის პრინციპებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
ხარისხის კულტურის ჩამოყალიბებასა და განცითარებაში ჩართულია სასწავლებლის ყველა რგოლი – აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები – რომელთა ერთობლივი პასუხისმგებლობ, ჩართულობა და თანამშრომლობა ქმნის გარემოს, სადაც ხარისხი აღიქმება როგორც საერთო ღირებულება და ყოველდღიური პრაქტიკა.
სასწავლებლის ხარისხის კულტურის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი პრიორიტეტები და ღირებულებები:
- სტუდენტზე ორიენტირებულობა – საქმიანობის ცენტრში დგას სტუდენტის სწავლა, განვითარება და წარმატება. ხარისხის უზრუნველყოფის ყველა მექანიზმი (სტუდენტთა გამოკითხვები, აკადემიური მოსწრების ანალიზი, კურსდამთავრებულთა გამოკითხვა და სხვ.) ემსახურება სტუდენტის სწავლის გამოცდილებისა და შედეგების რეალურ გაუმჯობესებას;
- მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები – მიღებული გადაწყვეტილებები ეყრდნობა სანდო, ობიექტური მონაცემების შეგროვებას, დადგენილ ფაქტებს, ანალიზს, შეფასებას, მიღებული შედეგების გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს ცვლილებების დასაბუთებულობას, მართვის პროცესების ეფექტიანობასა და განვითარების მიზანმიმართულობას;
- გაზიარებული პასუხისმგებლობა – ხარისხის უზრუნველყოფა არის არა მხოლოდ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქცია;, არამედ საერთო პასუხისმგებლობა, რამეთუ ყველა რგოლი მონაწილეობს ხარისხის კულტურის განვითარებასა და გამტკიცებაში საკუთარი როლისა და კომპეტენციის ფარგლებში;
- გამჭვირვალობა და კონსტრუქციული უკუკავშირი – შეფასების შედეგები, მ. შ. გამოვლენილი ხარვეზები, ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის და გამოიყენება როგორც განვითარების შესაძლებლობა, შესაბამისი რეკომენდაციებისა და მხარდაჭერის თანხლებით; სასწავლებელი ხელს უწყობს ღია კომუნიკაციას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და უკუკავშირის კულტურას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებასა და გაუმჯობესებაზე
- უწყვეტი გაუმჯობესება – ხარისხის განვითარება წარმოადგენს სასწავლებლის საქმიანობის ბუნებრივ და მუდმივ ნაწილს, რომელიც სცდება ერთჯერად თუ პერიოდულ პროცედურულ მოთხოვნებს, ორიენტირებულია არა მხოლოდ ხარვეზების იდენტიფიცირებაზე, არამედ შიდა პოტენციალის მობილიზებაზე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, გაუმჯობესების შესაძლებლობების სისტემურ გამოყენებაზე და გამოხატავს სასწავლებლის სტრატეგიულ მიდგომას ხარისხისადმი;
- თანამშრომლობა და ჩართულობა – ხარისხის კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება ხორციელდება შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობასა და მდგრადობას.
აღნიშნული ღირებულებები ინტეგრირებულია სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებში და ასახულია სასწავლებლის საქმიანობის ყველა მიმართულებაში, პერსონალისა და სტუდენტების ორიენტაციისა და განვითარების პროცესებში და წარმოადგენს ხარისხის კულტურის განვითარების საფუძველს. მათი პრაქტიკული განხორციელება უზრუნველყოფს ხარისხის კულტურის ცნობადობას, პრაქტიკულ გამოვლინებას, პროცესების სრულყოფას, ინსტიტუციური განვითარების გაძლიერებასა და სასწავლებლის მისიის წარმატებით განხორციელებას.

კომენტარები