ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორი ორგანიზაცია – ევროპული აკადემია – სელარტი (SELART European Academy, ჟენევა, შვეიცარია) ნიუუნის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამებსა და აქტივობებს:
1. ერთწლიანი პროფესიული პროგრამები სტუდენტებისთვის:
პროგრამები ხორციელდება დსტანციურ (იონლაინ) რეჟიმში, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა და ნიუუნიში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის პარალელურად .
სპეციალური ტარიფი: 960 CHF (შვეიცარიული ფრანკი) თითოეულ სტუდენტზე (მინიმუმ 20 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში).
სერტიფიცირება: პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა SELART European Academy-ს პროფესიული დიპლომი/სერტიფიკატი.
დამატებითი შესაძლებლობა: პროგრამა მოიცავს არასავალდებულო არჩევით კომპონენტს შვეიცარიაში.
პროფესიული პროგრამების მიმართულებები – იხილეთ
2. აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამები:
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ევროპული აკადემია – სელარტი გთავაზობთ შემდეგ შესაძლებლობებს:
საკვალიფიკაციო კურსები:
- 12 საათიანი პროგრამა – 280 CHF თითოეულ მონაწილეზე;
- 24 საათიანი პროგრამა – 540 CHF თითოეულ მონაწილეზე;
საინფორმაციო ვებინარი: 90-წუთიანი საცნობარო ვებინარი თემაზე – „ფასილიტაცია და არა ლექციის წაკითხვა“ (დასწრება უფასოა ნიუუნის აკადემიური პერსონალისთვის).
საერთაშორისო მობილობა: 7 დღიანი საერთაშორისო მობილობის პროგრამა შვეიცარიაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
მობ.: +995 555 79 67 41


კომენტარები