ივანე სეხნიაშვილი – დეკანი

ფილოლოგიის დოქტორი
ელ-ფოსტა: i.sekhniashvili@newuni.edu.ge

ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი ერთ-ერთი მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლებელია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე გამოწვევებზე და ემსახურება კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას შრომის ბაზარზე. სასწავლებლის ბიზნესის, სამართლის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი ახორციელებს სწავლებას უახლესი დასავლური სტანდარტებისა და ცვალებადი საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებულ აკრედიტებულ პროგრამებზე. ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლის მიზანია მხოლოდ მაღალკვალიფიციური განათლების მიღება, სტუდენტთა მომზადება წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის. თქვენ ჩვენს სასწავლებელში დაგხვდებათ კომპეტენტური აკადემიური რესურსი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ფაკულტეტზე თქვენ გელით საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება. თუ თქვენ ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნესის, სამართლის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე შეაჩერეთ ყურადღება, მალევე დარწმუნდებით, რომ ამით თქვენი კარიერული ზრდისათვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ.