მისია

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის მისიაა:

ცოდნაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი დემოკრატიული ღირებულებების, მოქალაქეობრივი თვითშეგნების, განათლების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, მათთვის ხარისხიანი ცოდნის მიწოდება; კვლევითი საქმიანობის განვითარება;  სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების, მათი პიროვნული და პროფესიული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, სტუდენტთა წარმატების ხელშეწყობა მრავალფეროვანი აკადემიური, პროფესიული, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შეთავაზებით.

 


მიზნები

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის მიზნებია:

  • პოტენციურ დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება და კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;

  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, სწავლება-სწავლის უახლესი მეთოდების დანერგვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება;

  • სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს დანერგვა და მუდმივი განვითარება, სტუდენტთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; 

  • ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში;

  • სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა/ წახალისება;

  • აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;

  • საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა და სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების შეთავაზება;

  • კურსდამთვარებულთა დასაქმების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.


ხედვა

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მიისწრაფვის, განიმტკიცოს პოზიცია, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა, ევროპული სტანდარტების ინოვაციურმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ; იგი ორიენტირებულია ბიზნესის, ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სოციალური მეცნიერებების ინტერდისციპლინურ განვითარებაზე, სადაც სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები, პრაქტიკაზე დაფუძნებული მეთოდები, აქტიური კვლევითი საქმიანობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და ინსტიტუციური ზრდა უპასუხებს შრომის ბაზრისა და საზოგადოების ცვალებად გამოწვევებს, რაც უზრუნველყოფს სტუდენტთა და პერსონალის პროფესიულ ზრდას, სოციალურ მხარდაჭერასა და ქვეყნის მდგრად განვითარებას.


ღირებულებები

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ღირებულებებია:

  • სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა;

  • კეთილსინდისიერება;

  • უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა;

  • აკადემიური თავისუფლება;

  • გუნდურობა;

  • გამჭვირვალობა.