გადმოდი მობილობით NEWUNI-ის
კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე
და მიიღე 1,000 აშშ დოლარის გრანტი.
თუ გინდა ხარისხიანი განათლება, საერთაშორისო გარემო და რეალური კარიერული პერსპექტივა — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გთავაზობს სწავლას თანამედროვე აკადემიურ გარემოში, სადაც მიიღებ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას.
საბაკალავრო პროგრამები:
✔ ბიზნესის ადმინისტრირება
✔ ტურიზმი
✔ კომპიუტერული მეცნიერება
✔ საერთაშორისო ურთიერთობები
✔ ფსიქოლოგია
✔ კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებს (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით.
Read Moreმიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში, ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE Capacity Building in Higher Education) კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE) ფარგლებში, მიმდინარეობს პირველი სამუშაო შეხვედრა.
Read Moreმიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სინძიანის უნივერსიტეტის /ჩინეთი/ ვიცე-რექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მენეჯერი.
Read Moreამ წუთებში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში მიმდინარეობს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით საგანმანათლებლო პროგრამა “ქართული თვითმყოფადობის” რიგით ოთხმოცდამეშვიდე ღონისძება.
მოხსენების თემა: საქართველოს ეკლესია მე-20 საუკუნის 70-იან – 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში.
2025 წლის 27 ნოემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით, იმყოფებოდნენ ქ. ჟენევაში (შვეიცარია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში.
Read Moreცხადდება კონკურსი სტუდენტებისათვის Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაზე ნიუუნის პარტნიორ ფეჰტას (გერმანია) უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
• აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს;
• III – VI სემესტრის სტუდენტს;
• სტუდენტს, რომელსაც ბოლო 1 წლის მანძლზე არ აქვს მონაწილეობა მიღებული Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში.
ცხადდება კონკურსი სტუდენტებისათვის Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაზე ნიუუნის პარტნიორ ფეჰტას (გერმანია) უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს;
III – VI სემესტრის სტუდენტს;
სტუდენტს, რომელსაც ბოლო 1 წლის მანძლზე არ აქვს მონაწილეობა მიღებული Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში.
საინტერესოდ დაიწყო 2025-2026 სასწავლო წელი ბიზნესის, სამართლის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 9 ოქტომბერს შედგა ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების შეხვედრა ააიპ განათლებისა და ტურიზმის ცენტრის წამომადგენელთან, გიორგი ჩინჩალაძესთან, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ტურიზმის ზოგადი მენეჯმენტი“.
Read More
კომენტარები