2026 წლის 17–18 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ნოვი-სონჩში (Nowy Sącz), WSB-NLU აკადემიის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ბავშვთა ადრეული განვითარების მხარდაჭერის თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ გამოწვევებს.

ორდღიანი კონფერენცია გააერთიანებს გამოცდილ მკვლევრებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ფსიქოლოგებსა და პრაქტიკოს სპეციალისტებს. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ბავშვთა განვითარების, ადრეული დიაგნოსტიკის, განათლებისა და თერაპიის ინოვაციური მიდგომები.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე კვლევებისა და ეფექტიანი პრაქტიკული მეთოდების გაცნობა, აგრეთვე საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

  • თანამედროვე სამეცნიერო კვლევები და ინოვაციური მეთოდები – ბავშვთა განვითარების სფეროში არსებული უახლესი კვლევითი მიდგომების, ინოვაციური ტექნიკებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაცნობა;
  • ადრეული ინტერვენცია და განვითარების მხარდაჭერა – ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის, ქცევითი სირთულეების მართვისა და ადრეული ჩარევის ეფექტიანი მიდგომების განხილვა;
  • პროფესიული გამოცდილების გაზიარება – პოლონელ მკვლევრებთან, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებსა და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაცვლა;
  • საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარება – პროფესიული კავშირების დამყარება, პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობების განხილვა.

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ:

  • თარიღი: 2026 წლის 17–18 ნოემბერი;
  • დაწყების დრო: 09:00 საათი (პოლონეთის დროით);
  • ჩატარების ადგილი: Academy WSB-NLU, Nowy Sącz, Poland;
  • მონაწილეობის ფორმატი: დასწრებით ან ონლაინ;
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 13 ნოემბერი
  • .ონლაინ მონაწილეთა რეგისტრაცია: https://www.wsb-nlu.edu.pl/pl/zapisy-wczesne-wspomaganie-rozwoju-dziecka

დარეგისტრირების შემთხვევაში დაუკავშირდით სამაცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, გულნარა იმედაშვილს. მობ.: 555 323 211