მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერნეტ-კონფერენცია ,, Modern Movement of Scienc – თანამედროვე ტენდენციები მეცნიერებაში“.
კონფერენცია ეძღვნება საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „WayScience – მეცნიერების გზა“ მისიას – გააგრძელოს თანამედროვე მეცნიერების განვითარების გზა იდეიდან შედეგამდე.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „WayScience“ http://www.wayscience.com/ ყველა მიმართულებას:
სახელმწიფო მართვა;
ეკონომიკა;
სამართალი;
ისტორია;
ფილოსოფია;
ფსიქოლოგია;
სოციოლოგია;
პოლიტიკა;
გეოგრფია;
პედაგოგიკა;
ფილოლოგია;
ტექნიკა;
მედიცინა;
სოფლის მეურნეობა;
ქიმია;
ბიოლოგია;
ფიზიკა-მათემატიკა;
სხვა მეცნიერებები.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მეცნიერს, დოქტორანტს, მაგისტრანტს, სტუდენტს, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე მეცნიერების განვითარებით.
თეზისების გამოსაქვეყნებლად ჟურნალის რედაქციაში საჭირო მასალების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის ვადაა არაუგვიანეს 2020 წლის 9 ოქტომბერი; ახალ უმაღლეს სასწავლებელში აფილირებული პროფესორების მიერ თეზისების წარმოდგენის ვადა – არაუგვიანეს 6 ოქტომბერი.
ორგანიზაციული შენატანი შეადგენს 20 აშშ დოლარს, ახალი უმაღლესი სასწავლებლის აფილირებული პროფესორების ორგანიზაციულ შენატანს დააფინანსებს სასწავლებელი.
კონფერენციის ჩატარების შემდგომ მოხდება თეზისების კრებულის პუბლიკაცია და ვებ გვერდზე: http://www.wayscience.com განთავსება. ასევე ავტორებისათვის ელექტრონულ მისამართებზე დაგზავნა. დამატებით, თითოეულ ავტორს გაეგზავნება კონფერენციის მონაწილის ელექტრონული სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი: ნოდარ გრძელიშვილი, მობ: 599 903 202; ელ.ფოსტა: regioni.ge@yahoo.com
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური: ნანა ციხისთავი, მობ: 555 79 67 41; ელ.ფოსტა: n.tsikhistavi@newuni.edu.ge
კომენტარები