საჩუქარი მხოლოდ “ახალი უმაღლესი სასწავლებლის” კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისთვის!

მერი ტარიელაშვილი – ფსიქოლოგი, კარიერული განვითარების ექსპერტი და საერთაშორისო კარიერული განვითარების ასოციაციის წევრი ჩაატარებს ვებინარს “კარიერული განვითარების სტრატეგიული გეგმა და 2021 წლის ტრენდები” ვებინარზე გაიგებ: როგორ შეადგინო შენი კარიერული განვითარების გეგმა;

Read More

სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

მიმდინარე წლის 22 და 23 დეკემბერს, წარმატებით ჩატარდა ახალი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია ,,COVID 19 – ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები’’

Read More

ახალი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ შემდეგი პირები:
პროფესორის თანამდებობაზე:
1. ლალი გარდაფხაძე
2. ლამარა ბერიძე
3. ნოდარ გრძელიშვილი
4. ედიშერ გვენეტაძე
5. ნიკოლოზ ესიტაშვილი

Read More

უპრეცედენტო შეთავაზება სტატუსშეწყვეტილი და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით!

მიიღე NEWUNI -ს გრანტი და 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ისწავლე 875 ლარად /5 თვეზე გადანაწილებით/; მიიღე NEWUNI -ს 500 ლარიანი გრანტი და დარჩენილი სწავლების პერიოდი ისწავლე 1750 ლარად ნაცვლად 2250-ისა; გადაინაწილე წლიური საფასური 12 თვეზე ან სურვილის მიხედვით, თავადვე განსაზღვრე სწავლის საფასურის გადახდის თვე და რიცხვი /გრაფიკი/.

Read More

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

თავდაუჯერებლობიდან კარიერულ განვითარებამდე ვებინარი ჩატარდება 18 დეკემბერს 21:00 საათზე online ვებინარზე გაიგებთ როგორ: დაძლიო უარის შიში, გადადგა ნაბიჯები და მიიღო სასურველი; ისწავლო საკუთარ თავთან ურთიერთობა, საკუთარი სურვილების გაგება და პრიორიტეტიზაცია გაიგო რა გიშლის ხელს და შეძლო დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა;

Read More

სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიში და ახალი სამწლიანი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა. შეხვედრა წარიმართა შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების – სტუდენტების, აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის, კურსდამთავრებულების, დამსაქმებლების – ჩართულობით.

Read More

ბიზნეს სტრუქტურების ინტეგრაცია: კონკურენცია და კოოპერაცია

ახალი უმაღლესი სასწავლებელი (NEWUNI), შავიზღვისპირეთის ეკონომიკისა და ინოვაციების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ოდესა, უკრაინა) მხარდაჭერით, გიწვევთ მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ონლაინ კონფერენციაზე „ბიზნეს სტრუქტურების ინტეგრაცია: კონკურენცია და კოოპერაცია“. კონფერენცია გაიმართება დისტანციური ფორმით 2021 წლის 19 თებერვალს.

Read More

შეთავაზება აბიტურიენტებს

ახალი უმაღლესი სასწავლებელი აბიტურიენტებისთვის აცხადებს დისტანციურ მომზადებას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. მოსამზადებელ კურსებზე ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩაირიცხონ ის აბიტურიენტები, რომლებმაც 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადალახეს ბარიერი მხოლოდ ერთ საგანში!

Read More

სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა/საჯარო განხილვა

2020 წლის 10 დეკემბერს 14 საათზე შედგება ახალი უმაღლესი სასწავლებლის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშისა და ახალი სამწლიანი 2021-2023 წლების  სამოქმედო გეგმის პროექტის წარდგენა/საჯარო განხილვა. СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა/პრეზენტაცია ჩატარდება Zoom-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

Read More

შეხვედრა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს წევრებთან

ახალი უმაღლესი სასწავლებელი СOVID-19-ით გამოწვეული პანდემიიდან გამომიმდინარე, საქმიანობას დისტანციურად აგრძელებს. მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის № 699 დადგენილების გათვალისწინებით, შედგა შეხვედრა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს წევრებთან.

Read More