ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტების შემოთავაზება

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შემოვიდა შემოთავაზება ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტებიდან 2023-2024 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამების თაობაზე.  სტიპენდიები გამოყოფილია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისათვის ტურიზმის მიმართულებით.

Read More

სტუდენტთა მეათე სამეცნიერო კონფერენცია

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გიწვევთ სტუდენტთა მეათე სამეცნიერო კონფერენციაზე
„ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები“
კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 23 ივნისს.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი;
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით;
თეზისები მიიღება 2023 წლის 1 ივნისამდე.

Read More

ტარტუს უნივერსიტეტის შეთავაზება

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს ესტონეთის ქ. ტარტუს უნივერსიტეტი სთავაზობს სასწავლო პროგრამას-,,ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში“. აღნიშბული პროგრამა არის უფასო საქართველოს, სომხეთის და მოლდოვის მოქალაქეებისათვის და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ივნისი.

Read More

მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

2023 წლის 11 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლეველი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ნანა ციხისთავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიწვევით იმყოფებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწორედ ამ დღეს გაფორმდა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის.

Read More

ვიზიტი პრაღასა (ჩეხეთი) და დრეზდენში (გერმანია)

2023 წლის 4-9 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ  ქ. პრაღასა (ჩეხეთი)  და დრეზდენში (გერმანია). ვიზიტის ფარგლებში ქ. პრაღის პან ევროპულ უნივერსიტეტსა და  ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

Read More