31 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა შეხვედრა Goodwill • გუდვილის წარმომადგენლებთან: HR დეპარტამენტისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი: ხათუნა ჩხარტიშვილი და შერჩევის სპეციალისტი: გვანცა ედიშერაშვილი
შეხვედრის პირველ ნაწილში ყურადღება გამახვილდა Goodwill • გუდვილის საქმიანობის თავისებურებებსა და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისური ენის შემსწავლელ ექსპრეს კურსს.
მეცადინეობა დაიწყება ა/წ 1 ნოემბერს
კურსს წარუძღვება ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ასოცირებული პროფესორი მარინე დონგუზაშვილი .
ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინიციატივით შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო ინფორმაცია სასწავლო კურსის სილაბუსის, სწავლის შედეგების, მათი მიღწევის დონის შეფასების/შეფასების სისტემის, აპელაციის პროცედურების შესახებ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სტუდენტთა წახალისების, სტიპენდიებისა და შეღავათების განსაზღვრის წესისა და სასწავლებელში მოქმედი სტუდენტის ეთიკის კოდექსის შესახებ.
2023 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისა და ცენტრალური ამერიკის ელ-სალვადორის რესპუბლიკის ჰერარდო ბარიოსის უნივერსიტეტთან. მემორანდუმს ხელს აწერენ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფ. თამარ გარდაფხაძე და ელ-სალვადორის ჰერარდო ბარიოსის უნივერსიტეტის რექტორი ხოსე სალვადორ ალვარენგა რივერა.
Read Moreსლოვაკეთის რესპუბლიკა აცხადებს ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამას 2023-2024 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისათვის. განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, PhD მკვლევრებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს; სტუდენტებს და PhD მკვლევრებს ასევე შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.
Read More
კომენტარები