საჯარო ლექცია სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პერსონალისათვის

2021 წლის 8 აპრილს, 12:00 საათზე, ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პერსონალისათვის ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „სექსუალური შევიწროება“. სპიკერი – იზა კასრელიშვილი, შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.

Read More

საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი- 2021“

ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტიტეტის (ლიეტუვა) ეკონომიკის ფაკულტეტი გიწვევთ ყოველწლიურ საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე – „ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი – 2021“ კონფერენცია გაიმართება 22 აპრილს, ონლაინ რეჟიმში, Microsoft Teams – ის საშუალებით.

Read More

აღნიშნე NATO-ს 72-ე იუბილე YATA Georgia-სთან ერთად!

1949 წლის 4 აპრილს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია NATO დაარსდა. მიუხედავად პოლიტიკური დღისწესრიგის მუდმივი ცვლილებისა და გამოწვევებისა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია რჩება ერთ-ერთ ძლიერ და მყარ გაერთიანებად.

Read More

საჯარო ლექცია: როგორ დავიწყო ბიზნესი?

ახალ უმაღლეს სასწავლებელში მიმდნარე წლის 24 მარტს 14.00 საათზე Zoom აპლიკაციით ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: როგორ დავიწყო ბიზნესი ? სპარკის სერვისები. სპიკერი: თამთა გველესიანი, ბიზნეს აქსელერატორ სპარკის გენერალური მენეჯერი. მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე.

Read More

ევროკომისიის ორგანიზებით დაგეგმილია ვებინარი

24 მარტს საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის ევროკომისიის ორგანიზებით დაგეგმილია ვებინარი, რომლის მიზანია პოტენციური აპლიკანტებისათვის ინფორმაციის მიწოდება Horizon Europe საგრანტო კონკურსებისათვის წარმატებული განაცხადის მომზადების შესახებ. ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავს ორ ძირითად საკითხს:

Read More

სტუდენტთა საყურადღებოდ!

დაინტერესებულ სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა შეუერთდეთ გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის შავი ზღვის რეგიონის (SDSN Black Sea) ახალგაზრდულ გაერთიანებას (SDSN Youth Black Sea) და მონაწილეობა მიიღოთ მათ სტუდენტურ პროგრამაში (https://www.sdgstudent.org/studentsprogram) დამატებითი ინფორმაცია იხილე თანდართულ ფაილში.

Read More

შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

მიმდინარე წლის 12 მარტს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი თამარ გარდაფხაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები კურსდამთავრებულებს შეხვდნენ.

Read More

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 12 მარტს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი თამარ გარდაფხაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები შეხვდნენ სტუდენტებს. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დისტანციურ რეჟიმში წარმართვის საკითხები;

Read More

დაიწყო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2021 წლის გაზაფხულის ნაკადის მიღება!

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2021 წლის 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად. გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 23 აპრილს.

Read More

ვიშეგრადის ფონდის სასტიპენდიო პროგრამა

ვიშეგრადის ფონდის სასტიპენდიო პროგრამა არის სპეციფიკური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიშეგრადის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად. სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე მკვლევრებს. აპლიკანტს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კონკურსში, გავლილი უნდა  ჰქონდეს ბაკალავრიატის/საბაკალავრო პროგრამის 4 სემესტრი ან მაგისტრატურის/სამაგისტრო პროგრამის 2 სემესტრი.

Read More