ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული ექსპერტთა ცენტრი“, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ეროვნულ უნივერსიტეტებთან ერთად, 2023 წლის 29 ოქტომბერს, გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ ინტერნეტ კონფერენციაზე
“გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების თანამედროვე საფრთხეები”.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შეუერთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის არსებული დავალიანების განულების თაობაზე;
სტუდენტებს, რომლებსაც 2023 წლის 1 ავისტოს მდგომარეობით შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი, ჩამოეწერება (გაუნულდება) 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებული დავალიანება.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნიში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინიციატივით, სტუდენტებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ელექტრონული მართვის სისტემით სარგებლობის წესისა და ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის გამოყენებასთან დაკავშირებით.
Read Moreრუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (რუმინეთი) პროგრამის ფარგლებში აუცილებელია 8-საათიანი სალექციო თემატიკის წაკითხვა მასპინძელ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სასურველი პროგრამები: ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება აუცილებელი დოკუმენტაცია:
რეზიუმე (CV);
სამოტივაციო წერილი;
სალექციო თემატიკის შინაარსის წარდგენა;
ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს – სტუდენტობას! გისურვებთ, რომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გატარებული წლები გახდეს თქვენი წარმატებული მომავლის გარანტი. შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 4 სექტემბერს და გაგრძელდება 8 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
Read More
კომენტარები