სტუდენტთა საყურადღებოდ!

აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში. მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რამე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

Read More

კონფერენცია ვაშლოვანის ნაკრძალში

2022 წლის 25 ივნისს ჩატარდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთობლივი კონფერენცია – ,,მდგრადი ტურიზმი – ეკონომიკის ხელშემწყობი ფაქტორი“. პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბუნების ძეგლებიდან ერთ-ერთ ულამაზეს ლოკაციაზე – არწივის ხეობაში.

Read More

გამოიცა სახელმძღვანელო „მიკროეკონომიკა“

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით გამოიცა სახელმძღვანელო „მიკროეკონომიკა“ აფილირებული პროფესორის ლამარა ბერიძისა და მოწვეული პროფესორის, მანანა ჭიპაშვილის ავტორობით. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის პროფილის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

Read More

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ – სახელმძღვანელო დოკუმენტი

გაცნობებთ, რომ ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა 2017 წელს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მომზადების პარალელურად და არ იყო სრულად შესაბამისობაში კოდექსის საბოლოო, დამტკიცებულ ვერსიასთან.

Read More

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებისთვის ა.წ 13 ივნისს, ორშაბათს, 12:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე:
“მედიაწიგნიერება: – ები და დეზინფორმაცია დღევანდელ რეალობაში”
ტრენინგს წარუძღვება მედიაწიგნიერების ტრენერი/ექსპერტი ნანა რაფავა.

Read More

სამეცნიერო ნაშრომი

2022 წლის აპრილში ჩეხეთის რესპუბლიკაში  გამოვიდა იმფაქტ-ფაქტორიანი ჟურნალი ,,ევროპული პოლიტიკისა და სამართლის დისკურსი“. ჟურნალის /ტომი 9, კრებული 2/ სამართლისა და პოლიტიკის თეორიული და ისტორიული პრობლემების  სექციაში გამოქვეყნდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აფილირებული ასოცირებული პროფესორის ნანა ციხისთავისა და  ასისტენტ  პროფესორის ანა მოსაშვილის ერთობლივი ნაშრომი „ამერიკის შეერთებული შტატების ღირებულებები კონსტიტუციაში

Read More

სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

კულტურის სამინისტროსა და მის 22 ორგანიზაციაში 252 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისათვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 22 სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 252-ია, საიდანაც 105 სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვაკანსიებია.

Read More

მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

2022 წლის 6 ივნისს 16 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა, სადაც მოხსენებით წარსდგება ეკონომიკის დოქტორი, ახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნის აფელირებული პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი.

Read More