VTB – ვაკანსია
საინფორმაციო ოფიცერი, თბილისი
თუ ხარ სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული
თუ გაინტერესებს საბანკო სექტორი და გინდა კარიერული განვითარება
თუ ხარ აქტიური და მოგწონს ადამიანების დახმარება
შემოგვიერთდი!
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას;
ბანკის სხვადასხვა პოზიციებზე კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
სამუშაო საათები – 10:00 – 18:00
ანაზღაურება
პირველი 6 თვის განმავლობაში 380 ლარი, შემდეგ ეტაპზე 450 ლარი + ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია გაყიდვების შედეგებზე
ძირითადი მოვალეობები:
ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა/გადამისამართება;
რიგის ნომრის მინიჭება, გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა;
მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზება, დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაცია და გაყიდვა;
მომხმარებლის ინფორმირება ბანკში მიმდინარე აქციების შესახებ და სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ.
მოთხოვნები:
სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
უნარები:
ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი;
გაყიდვების უნარი;
შედეგზე ორიენტირებულობა;
პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი;
მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა – 24.12.2021
https://vacancy.vtb.ge/#/view?jobOpeningId=3185
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას
კომენტარები