ყოველი წლის 9 დეკემბერს მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული გენოციდის მსვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრი“-ის მიერ დაფუძნებული ,,გენოციდის, ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრი“ – ის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით  – ,,გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული“ გაიმართება.

გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, 8 დეკემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის გაიმართება საჯარო ლექცია – ,,გენოციდი: The Crime of Crimes”.

საჯარო ლექციის ფარგლებში განხილულ იქნება:  გენოციდის, როგორც საერთაშორისო დანაშაულის ისტორიული განვითარების ეტაპები; 1948 წლის 9 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“ კონვენცია; კონვენციის მიღების წინაპირობები და გამომწვევი მიზეზები; დანაშაულთან მიმართებით, ეროვნული კანონმდებლობის თავისებურებანი და სხვა. საჯარო  ლექციის ფორმატში საუბარი ასევე შეეხება გენოციდის ცალკეულ შემთხვევებს, როგორიცაა პირველ და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ოსმალეთის იმპერიისა და ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებული გენოციდი (ჰოლოკოსტი), ისევე როგორც ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები.

ლექციას წარუძღვება, სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ დაფუძნებული გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე.

საჯარო ლექციაზე დამსწრებ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

საჯარო ლექციის გამართვის  თარიღი: 8 დეკემბერი 2020 წელი

საჯარო ლექციის  გამართვის დრო: ლექცია – 18:30  – 20:00

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა : https://forms.gle/UUAgoTTcbM2D5WV16

 

Spread the love