ნიუუნის სტუდენტები ერაზმუს+ პროგრამით რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამით ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ნიუუნის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას განაგრძობენ ბუქარესტში.

Read More

თანამშრომლობის მემორანდუმი

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორმა თამარ გარდაფხაძემ და NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის რექტორმა სალომე პირველმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები წვლილს შეიტანენ უმაღლესი განათლების განვითარებაში, განახორციელებენ ერთობლივ მიზნობრივ პროგრამებს/პროექტებს, კვლევით საქმიანობას და სხვა.

Read More

ნიუუნის აკადემიური პერსონალი ვიზიტით რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ბუქარესტში

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აფილირებული პროფესორი ავთანდილ ლაფაჩი და აფილირებული ასისტენტი ბაქარ გვაზავა, მობილობის ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, იმყოფებოდნენ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ბუქარესტში. ვიზიტის დროს მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ERASMUS+-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სწავლების კვირეულში და ტრენინგში.

Read More

ნიუუნის ხუთი სტუდენტი ერთ სემესტრს, გერმანიაში, ფეხტას უნივერსიტეტში ისწავლის!

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროგრამის სტუდენტები:
ლუკა ჯიბუტი, გიორგი დალაქიშვილი, გერონტი ონიანია, დავით პაპიაშვილი, გიორგი გეთიაშვილი
ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის ერთ სემესტრს ნიუუნის პარტნიორ ფეხტას უნივერსიტეტში (გერმანია) სრული დაფინანსებით ისწავლიან.

Read More

აკადემიური წერისა და ნაშრომების გაფორმების სტანდარტები

სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების მიზნით, ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუუნის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი აკადემიური წერის თანამედროვე სტანდარტების შესახებ, რომელსაც ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ სანადირაძე უძღვებოდა. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო და წერითი ნაშრომების გაფორმების პრინციპებზე. სტუდენტები გაეცნენ ციტირების საერთაშორისო სტილებს, მათ შორის APA-სა და ჩიკაგოს (Chicago Style) სტანდარტებს, რაც გადამწყვეტია ნაშრომის აკადემიური სანდოობისა და კვლევითი ხარისხისთვის.

Read More