ახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნი სთავაზობს სტუდენტებს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყოველწლიურ კონკურსს ,, მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნი აკადემიურ პერსონალს და მკვლევრებს სთავაზობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შემოსულ ინფორმაციას თურქული ენის სასტიპენდიო პროგრამის თაობაზე (KATIP).
აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია აკადემიური პერსონალისათვის და მკვლევრებისათვის და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 8 თვეს.
მიმდინარე წლის 10 ივნისს, ონლაინ რეჟიმში, შედგა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ადმინისტრაციის შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ შეაჯამა 2023-2024 სასწავლო წელი, ისაუბრა საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა პერსონალს გააცნო სასწავლო წლის მანძლზე განხოციელებული მონიტორინგისა და გამოკითხვების შედეგები,
Read Moreდღეს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდები სრულდება – ემოციით და იმედით სავსე სამი დღე აბიტურიენტებისთვის !
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტები, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, აქტიურად არიან ჩართულნი აბიტურიენტებისა და მათი გულშემატკივრების გამხნევების პროცესში თბილისსა და რეგიონებში.
მიმდინარე წლის 4 ივნისს რექტორთა საბჭო გაიმართა. რექტორთა საბჭოს მუშაობაში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტოორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე.
Read More
კომენტარები