ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები


1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადა 2020 წლის 17 თებერვლიდან -2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
2. სასწავლებელში სტუდენტის რიგგარეშე მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა 2020 წლის 24 თებერვლიდან – 28 თებერვლის ჩათვლით.
3. სასწავლებლის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება და სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა 2020 წლის 28 თებერვლიდან- 9 მარტის ჩათვლით.
4. რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სასწავლებლის სამართლებრივი აქტის პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა  2020 წლის 4 მარტიდან – 10 მარტის ჩათვლით.
5. სტუდენტებთან ხელშეკრულების გაფორმება და სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2020 წლის 16 მარტისა.


 

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

 

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).