მიმდინარე წლის 10 ივნისს, ონლაინ რეჟიმში, შედგა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ადმინისტრაციის შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ შეაჯამა 2023-2024 სასწავლო წელი, ისაუბრა  საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა პერსონალს გააცნო სასწავლო წლის მანძლზე განხოციელებული მონიტორინგისა და გამოკითხვების შედეგები, იდენტიფიცირებული საჭიროებები და მათი დაძლევის გზები; საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა წარადგინა ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში არსებულ სიახლეებსა და პერსპექტივებზე; სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პერსონალს მიაწოდა ინფორმაცია ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით სარგებლობის მნიშნელობის, მკვლევართა მიერ სტატიების გამოქვეყნების უფასო შესაძლებლობებისა და აფილირებული პერსონალის წამახილისებელი მექანიზმების თაობაზე.

საინტერესო დისკუსია გაიმართა განხილულ საკითხებთან მიმართებით.