ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ასმათ შამუგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის – „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერა“ – გამარჯვებულია. პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. სწორედ პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების – „სამეცნიერო ლიტერატურის/კვლევის გამოცემა“ – ფარგლებში დაფინანსდა სალექციო კურსის – ადამიანური რესურსების მართვა- გამოცემა. ვულოცავთ ასმათ შამუგიას წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.


კომენტარები