საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება:
კომპიუტერული მეცნიერება (Computer Science) 

უმაღლესი განათლების საფეხური:
I საფეხური, ბაკალავრიატი

კვალიფიკაცია:
კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი/Bachelor of Computer Science

სწავლების ენა:
ინგლისური

პროგრამის  მიზანი:
საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომლებიც:

  • არიან შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და პასუხისმგებლიანი სპეციალისტები;
  • შუძლიათ კომპიუტერული მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე ანალიზის და დაპროექტების ჩატარება, პროგრამული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა, დამოუკიდებლად და/ან გუნდთან ერთად;
  • პროფესიული და ეთიკურ ნორმების დაცვით გადაჭრიან პროფესიულ ამოცანებს;
  • განსაზღვრავენ საკუთარი სწავლის საჭიროებებს და დამოუკიდებლად აგრძელებენ ახალი ცოდნის მიღებას ან/და სწავლას უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე.

სწავლის  შედეგები:  

  • მიმოიხილავს კომპიუტერული მეცნიერების ძირითად საკითხებს;
  • განსაზღრავს კომპიუტერული მეცნიერების და მისი გამოყენებით სხვა სფეროს პროექტების განხორციელებისათვის აუცილებელ პროგრამულ და ტექნიკურ საშუალებებს;
  • განიხილავს კომპიუტერული მეცნიერების ამოცანების და პროექტების განხორციელება-დანერგვასთან დაკავშირებულ ალგორითმებს და შეუსაბამებს სათანადო პროგრამულ საშუალებებს;
  • ახორციელებს კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა ამოცანებში და პროექტებში შემუშავების/განვითარების/დანერგვის პროცესებს დამკვეთისა და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით;
  • იყენებს კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლებს და პროგრამულ უზრუნველყოფას პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • მონაწილეობს კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავებაში, დასმული ამოცანების განხორციელებასა და შეფასებაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, როგორც გუნდის წევრი;
  • ამყარებს კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან პროფესიულ კონტექსტში;
  • იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს პროფესიული, ეთიკური, სამართლებრივი, უსაფრთხოების საკითხებისა და პასუხისმგებლობის პრინციპების საფუძველზე პროფესიული საქმიანობისას;
  • განსაზღვრავს ინდივიდუალურ სასწავლო საჭიროებებს და გეგმავს საკუთარ განვითარებას  როგორც პროფესიული, ასევე ტექნოლოგიური ცვლილებების ფართო კონტექსტში.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების რაოდენობა –  240 კრედიტი.

  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები და საბაკალავრო პროექტი  – 190 კრედიტი;
  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო არჩევითი სასწავლო კურსები – 20  კრედიტი;
  • თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები – 30 კრედიტი (15 კრედიტი – სავალდებულო,  15  კრედიტი – არჩევითი).

პროგრამის სავალდებულო საგნები უზრუნველყოფს კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო მიმართულებების მყარ საფუძველს და მოიცავს:

  • პროგრამირებას (C++, Python, C#, Java)
  • ვებ და მობილურ აპლიკაციებს
  • მონაცემთა ბაზებსა და მონაცემთა ანალიზს
  • ხელოვნურ ინტელექტს და მანქანურ სწავლებას
  • კომპიუტერულ ქსელებსა და ოპერაციულ სისტემებს
  • კიბერუსაფრთხოებას, ბლოკჩეინსა და ჭკვიან სისტემებს
  • მათემატიკურ და საინჟინრო საფუძვლებს

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (რანჟირების დოკუმენტის)  საფუძველზე, გარდა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. 

პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია:

ქართული ენა და ლიტერატურა,

ინგლისური ენა (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 50%+1), 

მათემატიკა ან ფიზიკა.

 

პროგრამაში ჩარიცხვის მსურველთათვის, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები არ ჩააბარეს, აუცილებელია:

  • დაადასტურონ ინგლისური ენის B2 დონე (IELTS 6.0; TOEFL 78; ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც ამ დონეს ადასტურებს) ან ჩაიარონ უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ინგლისური ენის B2 დონეზე გამოცდა;

  • ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული მათემატიკის გამოცდა.

პროგრამის კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიული კარიერის განვითარებას შეძლებენ შემდეგ სფეროებში:

  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/განვითარება;
  • ვებ პროგრამირება და სერვისები;
  • ჭკვიანი სისტემები და ნივთების ინტერნეტი;
  • მობილური აპლიკაციების პროგრამირება;
  • საკომუნიკაციო სისტემები;
  • IT პროექტების მართვა;
  • ტექნიკის კვლევა და განვითარება;
  • მონაცემთა ანალიზი და ინჟინერია;
  • ხელოვნური ინტელექტის სისტემები;
  • კიბერუსაფრთხოება.

პროგრამის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ:

  • მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში;
  • ტექნოლოგიურ სტარტაპებში;
  • ლაბორატორიებში;
  • ნებისმიერ კომპანიაში, რომელსაც სჭირდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერა-განვითარება ან მონაცემთა ანალიზი;
  • მოკლევადიან პროექტებში პროგრამული პროდუქტების შექმნა-განვითარების მიმართულებით.

კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლის გაგრძელება მაგისტრატურის საფეხურზე.

საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიებით, ბიბლიოთეკით (წიგნადი და ელექტრონული),  კომპიუტერული ცენტრით, კომპიუტერული პროგრამებით, უწყვეტი ინტერნეტით.

პროგრამა უზრუნველყოფილია შემდეგი ლაბორატორიებით:

  • პროგრამირების ლაბი; 
  • გრაფიკული დიზაინის და მონაცემთა ბაზების ლაბი;
  • კომპიუტერული ქსელების ლაბი (Cisco Laboratory)
  • ელექტრონიკის, მიკროპროცესორების, ფიზიკის, IoT-ის სასწავლო ლაბი.

სასწავლებელში ფუნქციონირებს სასწავლო პროცესის მართვის ავტომატიზებული სისტემა.