პარასკევს, 27 ივნისს, 12 საათზე „ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით ჩატარდება ონლაინ ტრენინგი ბიუჯეტის მომზადებასა და რეპორტინგის საკითხებზე საგრანტო ხელშეკრულების ზოგადი მოდელის მიხედვით (General MGA).
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და რეპორტინგის ძირითადი პრინციპები, მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები.
იხილეთ თანდართული დღის წესრიგი და შეხვედრის ბმული.


კომენტარები