ნიუუნის ხუთი სტუდენტი ერთ სემესტრს, გერმანიაში, ფეხტას უნივერსიტეტში ისწავლის!


ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროგრამის სტუდენტები:

ნია სამხარაძე

თემურ ოდიშვილი

მარიამ მსხვილიძე
ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები:

ნინო მაჭავარიანი

მარიამ ლომიძე


ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის ერთ სემესტრს ნიუუნის პარტნიორ ფეხტას უნივერსიტეტში (გერმანია) სრული დაფინანსებით ისწავლიან.

ნიუუნი წარმატებას უსურვებს 2024 წლის მაისში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტებს და იმედოვნებს, რომ ეს შესაძლებლობა მათთვის საერთაშორისო გამოცდილების შესანიშნავი გზა იქნება!
კომენტარები