2025 წლის 24 ივნისს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „საგრანტო პროექტის მომზადება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში წარსადგენად“. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მანუჩარ გუნცაძე და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ გოგოლაძე. მათ მონაწილეებს გააცნეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისია, ფონდის საგნატო კონკურსები და მათი მოპოვების შესაძლებლობი, საგრანტო განაცხადის სტრუქტურა და ძირითადი მოთხოვნები, საგრანტო პროექტის მომზადების პროცესი და თავისებურებები.