ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ კვალიფიციური განათლება საქართველოში, რაშიც ხელს შეგიწყობთ სასწავლებლის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროგრამები და სასწავლებელში მოღვაწე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი ახორციელებს საბაკალავრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
ახალ უმაღლეს სასწავლებელში – ნიუუნიში გელით:
- მყუდრო და კეთილგანწყობილი გარემო;
- უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა;
- საინტერესო სტუდენტური პროექტები.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მიზნად ისახავს:
- პიროვნული პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას;
- სტუდენტების შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას;
- თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადებას;
- უმაღლესი განათლების მქონე პირთა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას;
- სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას.
კომენტარები