2024 წლის 5 სექტემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მუსტაფა კურტმა მოაწერეს.
მემორანდუმის საფუძველზე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ პროექტებში, გაცვლით პროგრამებში, კონფერენციებში…
გადმოდი მობილობით ყველაზე მოთხოვნად #ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე და ისწავლე უფასოდ!
დარეგისტრირდი ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLScq7…/viewform…
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს – სტუდენტობას! გისურვებთ, რომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გატარებული წლები გახდეს თქვენი წარმატებული მომავლის გარანტი.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 2 სექტემბერს და გაგრძელდება 13 სექტემბრის ჩათვლით.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნი სთავაზობს სტუდენტებს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყოველწლიურ კონკურსს ,, მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნი აკადემიურ პერსონალს და მკვლევრებს სთავაზობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შემოსულ ინფორმაციას თურქული ენის სასტიპენდიო პროგრამის თაობაზე (KATIP).
აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია აკადემიური პერსონალისათვის და მკვლევრებისათვის და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 8 თვეს.
მიმდინარე წლის 10 ივნისს, ონლაინ რეჟიმში, შედგა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ადმინისტრაციის შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ შეაჯამა 2023-2024 სასწავლო წელი, ისაუბრა საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა პერსონალს გააცნო სასწავლო წლის მანძლზე განხოციელებული მონიტორინგისა და გამოკითხვების შედეგები,
Read Moreდღეს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდები სრულდება – ემოციით და იმედით სავსე სამი დღე აბიტურიენტებისთვის !
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტები, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, აქტიურად არიან ჩართულნი აბიტურიენტებისა და მათი გულშემატკივრების გამხნევების პროცესში თბილისსა და რეგიონებში.
მიმდინარე წლის 4 ივნისს რექტორთა საბჭო გაიმართა. რექტორთა საბჭოს მუშაობაში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტოორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე.
Read More2024 წლის 21 ივნისს გაიმართა სტუდენტთა მე-11 სამეცნიერო კონფერენცია: “ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები”. კონფერენციაზე საინტერესო, აქტუალური მოხსენებებით წარსდგნენ ნიუუნისა და სხვადასხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.
Read Moreსტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტური დასაქმების ფორუმს
ფორუმში მონაწილეობენ: ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი, ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია, შ.პ.ს. Akhali Kselebi-ახალი ქსელები , შპს „ჰოლიდეი ფაქტორი“, Auto Home, გუდვილი.

კომენტარები