მისია

ახალი უმაღლესი სასწავლებელი წარმოადგენს სტუდენტისა და პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მისიაა :

ცოდნაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების, უნარ-ჩვევების, დემოკრატიული ღირებულებებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე სპეციალისტების მოამზადება;

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების, მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

ცვალებადი საზოგადოებრივი და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, მათი შემდგომი დასაქმების მიზნით;

სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა;

საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტისათვის დარგის ხარისხიანი ცოდნის მიწოდება და საბაზისო კვლევითი უნარების გამომუშავება, რაც უზრუნველყოფს შემდგომ საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.


მიზნები

ახალი უმაღლესი სასწავლებლის მიზნებია:

სტუდენტთათვის პოტენციურ დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება;

მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;

სტუდენტზე ორიენტირებული თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა;

საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და სწავლება-სწავლის უახლესი მეთოდების დანერგვა;

ბაკალავრიატის აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, სრულყოფა და მათ გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნვა;

ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში, საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, მრავალმხრივი ღონისძიებების განხორციელება და ურთიერთგამოცდილების გაზიარება;

სასწავლო პროცესში უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტების ჩართვა;

სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა/წახალისება;

აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

სპეციალური საჭიროების მქონე და სოციალურად მოწყვლადი სტუდენტებისთვის შესაბამისი სასწავლო პირობებისა და გარემოს უზრუნველყოფა.


ხედვა

ახალი უმაღლესი სასწავლებლის ხედვაა, წარმოადგენდეს ევროპული სტანდარტების შესაბამის, სტუდენტზე ორიენტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც ექნება მაღალი ნდობა და საყოველთაო აღიარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.


ღირებულებები

ახალი უმაღლესი სასწავლებლის ღირებულებებია:

 კეთილსინდისიერება

 უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა

 აკადემიური თავისუფლება

 გამჭვირვალობა

 სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა