2024 წლის 5 სექტემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მუსტაფა კურტმა მოაწერეს.
მემორანდუმის საფუძველზე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ პროექტებში, გაცვლით პროგრამებში, კონფერენციებში, რაც მათ საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, გამოცდილება და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
ზემოაღნიშნულ ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენზე, რომელიც ნიუ ორლეანში /აშშ/ განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით გაიმართა და სადაც მონაწილეობდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი- ნიუუნი.
კომენტარები