ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების დებულების შესაბამისად. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტი ირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე. პირი სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს და ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია. ადმინისტრაციული რეგისტრაცია მოიცავს სარეგისტაციო განაცხადის შევსებას, სავალდებულო დოკუმენტების წარმოდგენასა და სწავლის საფასურის გადახდას.
კანდიდატმა ახალ უმაღლეს სასწავლებელში უნდა წარმოადგინოს:
✅პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის) ასლი;
✅კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სკოლის ატესტატი, ან შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი);
✅სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის);
✅ფოტოსურათი (3X4);
პროგრამებზე დაშვების წინაპირობები:
წინამდებარე პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (რანჟირების დოკუმენტის) საფუძველზე, გარდა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ შესაბამისად (მუხლი 52, პუნქტი 3):
აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) საქართველოს მოქალაქეებისთვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ახალი უმაღლესი სასწავლებლის „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად: „სასწავლებელში ქართულენოვან პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია ქართული ენის ცოდნის დადგენის მიზნით, სასწავლებელში გაიაროს გასაუბრება და წარმოადგინოს ქართული ენის ცოდნის დონის (მინიმუმ B2) დამადასტურებელი სერტიფიკატი2, გაცემული სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი ორგანოს 3 მიერ; გასაუბრების ვიდეოჩანაწერის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სასწავლებელი.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ინგლისური ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, გერმანული ენა,), მათემატიკა/ისტორია.
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ინგლისური ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, გერმანული ენა,), ისტორია/ მათემატიკა/გეოგრაფია/სამოქალაქო განათლება.
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (ინგლისური ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, გერმანული ენა,), გეოგრაფია/ ისტორია/ მათემატიკა.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის სავალდებულო საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ინგლისური ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, გერმანული ენა,), მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია.
კომენტარები