ვეხტას(გერმანია) უნივერსიტეტი პირველია ახალი უმაღლესი სასწაწავლებელი – ნიუუნის პარტნიორებს შორის, რომელთან თანამშრომლობის ფარგლებშიც მოვიპოვეთ ერასმუს + – ის დაფინანსება 2022-2025 წლებში. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდება ნიუუნის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 10 წარმომადგენლის მობილობა ვეხტას უნივერსიტეტში.
Read More2022 წლის 28 ოქტომბერს, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ეთიკის კომისიის საქმიანობის წესთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი – პროფესორი ივანე სეხნიაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს ეთიკის კომისიის მუშაობის წესი, გასაჩივრების პროცედურა, ეთიკის კომისიის შემადგენლობა. შეხვედრას ესწრებოდნენ ნიუუნის სტუდენტები.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროების და რაოდენობების შესაბამისად:
ბიზნესის ადმინისტრირება:
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული.
მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები
აკადემიური საბჭოს წევრები ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტიდან არიან:
მიმიდნარე წლის 24 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სამუშაო შეხვედრა გამართა ნიუუნის პერსონალთან და დამსაქმებლებთან.
Read More2022 წლის 21 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა სასწავლებლის სტრატეგიული განვითარების (7-წლიანი) და სამოქმედო (3-წლიანი) გეგმებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის გაფართოებული სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ უსდ-ს, როგორც აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, ისე სტუდენტები.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და ტორუნის (პოლონეთი) ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების და საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით, 2022 წლის 13 ოქტომბერს ნიუუნის სამუშაო ვიზიტით ეწვია ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვიცე დეკანი, დოქტორი არანკა იგნასიაკ-შულცი.
Read Moreმიმიდნარე წლის 17 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სამუშაო შეხვედრა გამართა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშრისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების განხორციელებში ჩართულ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან.
Read Moreმიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, სტატეგიულ და სამოქმედო გეგმებზე მომუშავე ჯგუფის ჩართულობით, შედგა შეხვედრა პერსონალთან და სტუდენტებთან.
Read Moreმიმიდნარე წლის 10 – 13 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სამუშაო შეხვედრები გამართა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშრისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებთან.
Read More
კომენტარები