დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ
ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის
მართვის კომპანია GGM დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას.
🔴ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია მე-4 კურსის ან/და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ვისაც აინტერესებს ბიზნესკომპანიაში მუშაობა, ბიზნესპროექტების კეთების და მართვის პროცესში მონაწილეობა, ცალკეული პრობლემების გადაწყვეტა, ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიება, ბიზნესმოდელების აწყობა.
🔴სტაჟირების პროგრამის მონაწილე 2022 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში იმუშავებს მართვის კომპანია GGM-ის თბილისის და ბათუმის ოფისებში, მშრალი ხილის საწარმოში (ქედა), სამშენებლო კომპანიაში (ბათუმი), რესტორანში (ბათუმი) და სხვა კომპანიებში/პროექტებში, რომლებსაც მართავს GGM.
🔴სტაჟირების პროგრამის პერიოდი – 3 თვე. სტაჟიორის ანაზღაურება თვეში შეადგენს 500 ლარს.
🔴ქალაქგარეთ სტაჟირების პერიოდში სტაჟიორს აუნაზღაურდება მგზავრობის და ცხოვრების ხარჯი.
🔴GGM შეარჩევს 6 სტაჟიორს, რომელთაგან არანაკლებ სამი, სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ (სექტემბერი, 2022) გახდება GGM-ის გუნდის წევრი (თბილისში).
🔴ანაზღაურებადი სტაჟირების მსურველებს, კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ GGM-ის ვებგვერდიდან www.ggm.ge.
🔴დაინტერესების შემთხვევაში mikheil@ggm.ge-ზე გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი.
🔴მართვის კომპანია GGM-ის და სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება, შესაძლებელია შემდეგ ნომერზე:📲 555 21 65 25 (მიხეილ ნაკაშიძე).
განაცხადები მიიღება 2022 წლის 17 მაისს, 17:00-მდე.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას