2021 წლის 20 იანვარს ჩატარდა ბრიტნეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ვებინარი-ბრიტანეთის საბჭოს 2021 წლის პირველი ონლაინ დიალოგი- ტექნოლოგიების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა: რომელი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სერვისების გასაუმჯობესებლად. ვებინარს ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი -ნანა ციხისთავი ესწრებოდა. სპეციელურად მოწვეული დიდი ბრიტანელი ექსპერტები დამსწრეთ უზიარებდნენ ინსტიტუციურ  გამოცდილებას და  ტექნოლოგიების მოდელებს, რომელთაც ფართოდ იყენებენ პრაქტიკაში. რა ტექნოლოგიით შეგვიძლია უზრუნველვყოთ კურსდამთავრებულების უკეთესი კარიერული მომსახურება წელს? აღნიშნულმა სესიამ  მოგვაწოდა ტექნოლოგიის გამოყენების სხვადასხვა გზა, რაც შესაძლებელია კარიერული დახმარების და დასაქმების არსებული მოდელების მისაღწევად,  ძირითადად პრაქტიკის ამაღლების მიზნით სასწავლო პროგრამის ფარგლებში და მის გარეთ.მომხსენებლები შემდეგ საკითხებს შეეხნენ:

  • დასაქმების მიწოდებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გაუმჯობესებული გაგება, განსაკუთრებით Covid-19 პანდემიის დროს;
  • დაბალი / არ ღირებულებადი სისტემების პრაქტიკული მაგალითები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება გაძლიერდეს დასაქმების მიწოდება;
  • კარიერული მომსახურების სისტემების საფუძვლების მიმოხილვა.

სიახლეები აღნიშნულ ვებინარში იყო შემდეგი:

  • დასაქმების მოდელები ბრიტანეთის უნივერსიტეტებს აქვთ შეტანილი საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებში;
  • დასაქმება ხდება წინასწარი დიაგნოსტიკის მიხედვით: ონლაინ ტესტირებით, ვიდეო-ინტერვიუებით და ვირტუალური შეფასებებით;
  • დასაქმებისას სტუდენტების შეფასების დროს ყურდღება ექცევა მათ ცოდნას პროფესიაში და გამოცდილებას;
  • სტუდენტებს ეძლევათ დავალებები: წარმოადგინონ მცირე პროექტი, ადგილზე მიიღონ დავალება და შეასრულონ იგი, მონაწილეობა მიიღონ დამსაქმებლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში;
  • თეორიულ ცოდნასთან ერთად ყურადღება სტუდენტების შეფასებისას ექცევა პრაქტიკულ უნარებს.

დიდ ბრიტანეთში დიდი ყურადღება ექცევა შეზღუდული უნარების მქონე სტუდენტების ჩართულობას დასაქმების პროექტებში და ასევე ეკო-სისტემების გაუმჯობესებაზე ზრუნვას; ასეთივე ინიციატივების შეთავაზებას საზოგადოებისათვის უნივერსიტეტების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრებისგან, ამ პროექტების დაფინანსებას.

 

ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი -ნანა ციხისთავი