ახალი უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტი ანი ომიაძე უკვე იმყოფება ბრატისლავაში, პან ევროპულ უნივერსიტეტში. ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი ერთი სემესტრი უფასოდ შეისწავლის თავისი პროფილის შესაბამის საგნებს, ევროპისა და ამერიკის სტუდენტებთან ერთად, ერაზმუს+-ის პროგრამის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძისა და ბრატისლავას(სლოვაკეთი) პან-ევროპული უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჯურაი სტერნის მიერ.
ერთი სემესტრის განმავლობაში ნიუ უნის სტუდენტი თავისუფლდება სწავლის საფასურისგან.