ახალი უმაღლესი სასწავლებლის უწყვეტი განათლების ცენტრი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე.

  • რეგისტრაციის ვადები 12 აგვისტო – 25 სექტემბერი
  • რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
  • აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში).

სწავლის ხანგრძლივობა: 2019 წლის 1 ოქტომბერი – 2020 წლის 1 ივლისი.

მოსამზადებელ კურსებზე ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩაირიცხონ ის აბიტურიენტები, რომლებმაც 2019 წლის ერთიან ეროვნულ  გამოცდებზე ვერ გადალახეს ბარიერი მხოლოდ ერთ საგანში!

ასეთი აბიტურიენტების მოსამზადებელ კურსებზე ჩარიცხვის შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი მათ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ და პირველ პრიორიტეტად ახალი უმაღლესი სასწავლებლის (181) არჩევის შემთხვევაში 2020 წლიდან სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდგომ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის არსებობისას, დამატებითი კრედიტები (წელიწადში არაუმეტეს 15 კრედიტისა) გაიარონ უფასოდ!

აბიტურიენტები შესაბამისი სიძლიერის ჯგუფში ჩაირიცხებიან პრეტესტის საფუძველზე.

  • პრეტესტი რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის ჩატარდება 27 სექტემბერს 12 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია: ახალი უმაღლესი სასწავლებელი, თბილისი, ჭყონდიდელის ქ. N 26.
ტელ.: 592 11-11-00