მიმდინარე წლის 21 ივნისს ჩატარდა ახალი უმაღლესი სასწავლებლის საგრანტო-საკონკურსო კომისიის სხდომა სადაც განხილულ იქნა წარმოდგენილი ორი საგრანტო განაცხადი: 1. „საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური, პოლიტიკური და ადმინისტრირების ასპექტები“ (მონაწილეები – ნ.გოგოლაური, ნ.გრძელიშვილი); 2. „სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია“
(ხელმძღვანელი – მ.ალადაშვილი). ახალი უმაღლესი სასწავლებლის საგრანტო- საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა ორივე პროექტის მონაწილე.