ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით გამოიცა აფილირებული ასოცირებული პროფესორის, თინათინ ზალდასტანიშვილის სახელმძღვანელო „რელიგია და კულტურა“ (გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი 2021).

სახელმძღვანელო ეხება მსოფლიოსა და ეროვნული კულტურისა და რელიგიის ურთიერთობას ისტორიული განვითარების პროცესში.

აღნიშნული წიგნი გათვალისწინებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ძირითადი სასწავლო კურსის სილაბუსით.