2021 წლის 26 მარტს საზეიმოდ გაიხსნა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდისა და მოძრაობა ,,ცხოვრება ტურიზმის მიღმა“ მიერ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სპეცილურად ახალი უმაღლესი სასწავლებლისათვის გამოგზავნილი გამოფენა: ,,ფლორენცია მსოფლიოში, მსოფლიო ფლორენციაში“.
გამოფენა გახსნა სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ. მან მადლიერება გამოხატა დელ ბიანკოს ფონდისა და მოძრაობა ,,ცხოვრება ტურიზმის მიღმა“-ს ხელმძღვანელობის მიმართ, ამასთან აღნიშნა, რომ არამხოლოდ ნიუუნი-ს, არამედ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ გამოფენას, რომელიც 2021 წლის სექტემბრის ბოლომდე გასტანს.
გამოფენის ფარგლებში ახალი უმაღლესი სასწავლებელი სიამოვნებით უმასპინძლებს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ნიუუნი-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები აქტიურად არიან ჩართულნი გამოფენის მომზადებისა და მიმდინარეობის პროცესში, ისინი გამოფენას ემსახურებიან გიდის ამპლუაში და დამთვალიერებელს აცნობენ ინფორმაციას ექსპონატების შესახებ, კერძოდ: ფლორენციის სხვადსხვა ღირსშესანიშნაობების – ხიდების, ისტორიული და არქიტექტურული შენობა-შედევრების, ბუნებრივი მემკვიდრეობის, ღვინის კულუტრის თავისებურების, გასტრონომიის და სხვათა თაობაზე.
მსგავსი გამოფენები, აქტივობები, თანამშრომლობა აახლოვებს ეთნოსებს, ქვეყნებს, აძლიერებს ინტერკულტურულ ურთიერთობას.