ახალი უმაღლესი სასწავლებელი, მემორანდუმის ფარგლებში, სთავაზობს სტუდენტებს გაცვლით პროგრამას ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტში

 პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსების ჩამონათვალის ფურცელი;
  2. სკოლის ატესტატი ან უნივერსიტეტის დიპლომი;
  3. ინგლისური ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი.

სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  საერთაშორო სერთიფიკატი ( TOEFL, TOEIC, IELTS, FCE, ESOL, IESOL, SET, EBC, EOS, LCCI, CAE, CPE, BEC, CEIBT, CELS ), პირდაპირ ჩაირიცხებიან არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა, ეძლევათ შესაძლებლობა:

  1. ჩააბარონ ზემოთ ჩამოთვლილი ერთერთი ინგლისური ენის გამოცდა ვარშავის მიმღებ ოფისში და წარადგინონ ქულა ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტში ოქტომბრის დასაწყისში (შემოდგომის სემესტრი) ან მარტის დასაწყისში (გაზაფხულის სემესტრი);
  2. ჩააბარონ TOEFL-ის გამოცდა (ან მისი მსგავსი გამოცდა ორგანიზებული უნივერსიტეტის მიერ) ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტში, პოლონეთში და გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში, დაიწყონ სწავლა შესაბამის პროგრამაზე;
  3. წინა ორი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში (რომელიმე გამოცდაში გამსვლელი ქულის ვერ აღების შემთხვევაში), სტუდენტს შეუძლია 1 სემესტრის განმავლობაში გაიაროს უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსი 1 სემესტრის განმავლობაში, პოლონეთში და სემესტრის ბოლოს, სასურველი ქულის აღების შემთხვევაში, განაგრძოს სწავლა მის მიერ არჩეულ პროგრამაზე.

სწავლის დაწყების თარიღი

1 ოქტომბერი (შემოდგომის სემესტრი)

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს. ტელ: 551 222 535