მიმდინარე წლის 28 მაისს, მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, მსჯელობა წარიმართა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სტუდენტებისა და აბიტურიენტებისათვის შეღავათების თაობაზე, ამასთან, განიხილეს ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა საგამოცდო ცენტრებისთვის.