სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2021 წლის 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 23 აპრილს.
✔ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სასწავლებლის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრს