დღეს 21 მარტია – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, რომელსაც, ტრადიციულად, ახალი უმაღლესი სასწავლებელი უერთდება.
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!

▪დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.
▪დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
▪დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
▪დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
▪დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.