ბრიტანეთი საბჭო პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში აწყობს უმაღლესი განათლების თემაზე დიალოგების სერიას საქართველოში, ბრიტანეთში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოქმედ უნივერსიტეტებს შორის.
აღნიშნული ვებინარები უნივერსიტეტებს ეხმარება დაუკავშირდნენ ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და გაუზიარონ თავიანთი წარმატებული გამოცდილება თუ გამოწვევები, რომელთა წინაშეც კოვიდ-19 კრიზისის დროს დადგნენ. ვებინარები ასევე მოიცავს იმ პრობლემების მიმოხილვას, რომელთა პირისპირაც მრავალი უნივერსიტეტი აღმოჩნდა დისტანციური სწავლების, ონლაინ მეცადინებების ხარისხის უზრუნველყოდის, სტუდენტთა მობილოის და კვლევითი თანამშრომლობის თვალსაზრისით კარანტინის დროს.
დიალოგის – „არიან თუ არა მზად უნივერსიტეტები ტექნოლოგიების ეფექტურად გამოსაყენებლად“ – ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=7m5fC6uUi0g
დიალოგის – „დარჩა თუ არა წარსულში კამპუსები?“ – ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=zLgRiXs4jRg
დიალოგის – „როგორ მოხდება ონლაინ შეფასება უნივერსიტეტებში? “- ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=5V–pcCg3k4&feature=youtu.be