ერასმუს+ მობილობის პროგრამა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიდან ფეჰტას უნივერსიტეტში (გერმანია)
✅ცხადდება საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე ფეჰტას უნივერსიტეტში (გერმანია) ახალი უმაღლესი სასწავლებელი- ნიუუნის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის!
✅სწავლის პერიოდი: 2023 -2024 წლის ზამთრის სემესტრი
✅სემესტრის ხანგრძლივობა: 01.10.2023 – 31.03.2024
✅გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 2 ადგილი
✅სწავლების ენა: ინგლისური.
განაცხადი სტუდენტების მხრიდან მიიღება 2023 წლის 1 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
1.სტუდენტის განცხადება დეკანის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
2. მოკლე ავტობიოგრაფია- CV;
3. სამოტივაციო წერილი.
✅ გასაუბრება შედგება 2023 წლის 23 მაისს, 12.00 საათზე
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.