ა/წ 25 სექტემბერს, ნიუუნის სტუდენტთა თვითმმართველობის ინიციატივითა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელშეწყობით მოეწყო ექსკურსია პირველკურსელთათვის მარტყოფის (ღვთაების) მამათა მონასტერში.
სტუდენტებმა მოილოცეს მონასტერი, ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარი და წმინდა ანტონ მარტომყოფელის კოშკი და სვეტი.
სტუდენტები შეხვდნენ მამათა მონასტრის არქიმანდრიტ ბენიამინს, რომელმაც დალოცა ნიუუნის სტუდენტები და ესაუბრა საინტერესო ცხოვრებისეულ, აქტუალურ საკითხებზე.
ექსკურსიის მონაწილენი სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ დედაქალაქში.