ამ წუთებში ახალი უმაღლესი სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში იმართება ტელეწამყვანისა და პროდიუსერის ვახო ხუზმიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური თოქ-შოუები და ნიუსი თანამედროვე ქართულ მედია სივრცეში“.
ლექციას ესწრებიან ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები, სასწავლებლის რექტორატის, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები.