ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები 2023 წლის 6 – 11 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ  ქალაქ სალონიკს (საბერძნეთი).

ვიზიტის ფარგლებში მაკედონიის უნივერსიტეტსა და არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტთან  დამყარდა საქმიანი ურთიერთობები, დაიგეგმა თანამშრომლობის  მემორანდუმებისა და ინტერინსტიტუციური შეთანხმებების გაფორმება.

ვიზიტის ბოლო დღეს  გაიმართა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ტრენინგი ,,სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები“. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.