ახალ უმაღლეს სასწავლებელში დღეს გაიმართა ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდა. ტესტირებაზე აბიტურიენტებმა შეასრულეს როგორც ვერბალური, ასევე მათემატიკური ნაწილი, ხანგძლივობა ჯამში 3 საათი და 10 წუთი, აქედან თითოეული ნაწილისათვის განკუთვნილი დრო 1 სათი და 35 წუთი იყო.📔📒
ზოგადი უნარების სადიაგნოსტიკო ტესტირებაში აბიტურიენტთათვის მონაწილეობა სრულიად უფასო იყო. ტესტირებისას გამოყენებული იყო ზოგადი უნარების ტესტის სრული, ახალი ვერსია (პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება).
ნიუ უნიში დღეს გამართული ტესტირების მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა შეემოწმებინათ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში, რომელიც მომზადებული იყო ახალ უმაღლეს სასწავლებელში.
📍📍პირველ ადგილზე გასული აბიტურიენტი ნიუ უნიში ჩარიცხვის შემთხვევაში სასწავლებლისაგან მიიღებს 100% გრანტს (4 წლის განმავლობაში სწავლა უფასოდ), მეორე ადგილზე გასული აბიტურიენტი მიიღებს 50% გრანტს 4 წლის განმავლობაში,ხოლო მესამე ადგილზე გასული აბიტურიენტი მიიღებს 50% გრანტს 1 წლის განმავლობაში.
ნიუ უნი წარმატებებს უსურვებს აბიტურიენტებს!