საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)    აკადემიის მიერ შემუშავებული დისტანციური სწავლების „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE), რომელიც სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ქართულ კანონმდებლობასთან.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ WIPO-ს აკადემიის სხვა მაღალი საფეხურის კურსები ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ დარგებში.

კურსი არის სრულიად უფასო;

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს).

კურსზე რეგისტრაცია სრულდება 2021 წლის 29 აპრილს.

კურსზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.sakpatenti.gov.ge (განყოფილება: სასწავლო ცენტრი, საკონტაქტო პირი: ანა დალაქიშვილი, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ტელ: 599 115 810).