ახალი უმაღლესი სასწავლებელი
აცხადებს კონკურსს

ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე აკადემიური

თანამდებობების დასაკავებლად

• სასწავლებლის პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
• სასწავლებლის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის
გამოცდილება.
კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 23 ოქტომბერს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო მასალების განხილვა კომისიის მიერ და კონკურსის შედეგების საჯაროდ გამოქვეყნება მოხდეს არაუგვიანეს 2018 წლის 5 დეკემბრისა; აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდეს კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს სამი კვირისა.

კონკურსი გამოცხადდეს ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

ბიზნესის ადმინისტრირება:

პროფესორი – 3 საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული.

სამართალი:

პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;

საერთაშორისო ურთიერთობები:

პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული.

ინფორმატიკა:

ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული.

აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა (დადგენილი ფორმის მიხედვით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი (შესაბამის სფეროში) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 10 წლის განმავლობაში;
ზ)ავტობიოგრაფია CV;
თ) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
ი) შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი/სილაბუსები.
საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2018 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, ახალი უმაღლესი სასწავლებლის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ჭყონდიდელის N26. (პირველი სართული, კანცელარიის ოთახი)