ცხადდება კონკურსი სტუდენტებისათვის Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით  პროგრამაზე ნიუუნის პარტნიორ ფეჰტას (გერმანია) უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

  • აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს;
  • III – VI სემესტრის სტუდენტს;
  • სტუდენტს, რომელსაც ბოლო 1 წლის მანძლზე არ აქვს მონაწილეობა მიღებული Erasmus+ საერთაშორისო გაცვლით  პროგრამაში.

მობილობის პერიოდი:  01.04.2026 – 30.09.2026

ადგილების რაოდენობა: 3 ადგილი;

სწავლების ენა: ინგლისური.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • პასპორტის ასლი;
  • CV ინგლისურად;
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურად (მაქსიმუმ 500 სიტყვა);
  • რეკომენდაციის წერილი ქართულად (ფაკულტეტის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან პროფესორის);
  • აკადემიური მოსწრების ბარათი – დანართი; GPA – მინიმუმ 5;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან/და დონე B2-ის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: info@newuni.edu.ge და n.tsikhistavi@newuni.edu.ge; სათაურის ველში მიუთითეთ Erasmus+ მობილობა.

მნიშვნელოვანი თარიღები:

2025 წლის 20 ოქტომბერი – 10 ნოემბერი – საბუთების წარმოდგენა;

2025 წლის 13 ნოემბერი, 12.00 სთ., (301 აუდიტორია) – გასაუბრება;

ტესტირება უცხო ენაში დაინიშნება დამატებით /საჭიროებისამებრ/.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • აკადემიური მოსწრება – 30%
  • ინგლისური ენა – 25%
  • მოტივაცია – 25 %
  • რეკომენდაცია-10%
  • ინტერვიუ-10%

თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს, რომელსაც მონაწილეობა არ აქვს მიღებული.ერასმუს+ პროგრამაში;

სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 850 ევროს ოდენობით, ასევე პროგრამა დაფარავს მისი მგზავრობის ხარჯებს (საქართველო – გერმანია – საქართველო).

ინფორმაცია ვრცლად მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: https://www.uni-vechta.de/en/international-office/coming-to-vechta/exchange-studies

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს. მობ. 555 79 67 41